„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ოპოზიციის საერთო ბრიფინგზე ხელისუფლებას მიმართა
მისი შეფასებით, ხელისუფლებამ ოპოზიციას უკან დასახევი გზა აღარ დაუტოვა. და თუ ხელისუფლება შტურმს გადაწყვეტს, ეს კატასტროფა იქნება ქვეყნისთვის.
მზად ვართ, 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადავდოთ - რა შემთხვევაში შეცვლის ოპოზიცია გეგმას
„მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია“.
„მოდით, გულწრფელები ვიყოთ, ქვეყანა კატასტროფის ზღვარზე იმყოფება. თუ ხელისუფლება შტურმს გადაწყვეტს, ეს იქნება კატასტროფა ქვეყნისთვის და თვითონ ხელისუფლებისთვის. ეს იქნება კატასტროფა ბევრი უდანაშაულო ადამიანისთვის. ჩვენ ხელისუფლებამ უკან დასახევი გზა უბრალოდ აღარ დაგვიტოვა. მთელი 8 წელიწადი ხელისუფება ყველაფერს აკეთებდა, რომ მილიონზე მეტი საკუთარი თანამოქალაქე საკუთარ ქვეყანაში მეორეხარისხოვან მოქალაქედ გამოეცხადებინა, რომელსაც შეგიძლია აგინო, აფურთხო, შეურაცხყო, დაამცირო, ყველა კანონის სიმკაცრე გაავრცელო და ეს ყველაფერი დაუსჯელი დარჩეს. ამიტომ, ერთ მხრივ, ჩვენ ვართ მტკიცე, როგორც არასდროს. მშვიდი, როგორც არასდროს. ამავე დროს, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სიტუაციის დეესკალაცია მოხდეს. სწორედ ამით არის ნაკარნახევი ის ნაბიჯი, რომელიც ყველამ ერთად ჩვენი პარტნიორების თხოვნით მივიღეთ“,- განაცხადა უგულავამ.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია არ დახურავს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისთვის დარჩენილ პატარა სივრცეს, რადგან უგულავას თქმით, ისინი კონსტიტუციურ უფლებებს იცავენ.
„ ამავე დროს, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ უკან არ დავიხევთ იმიტომ, რომ უკან დასახევი უბრალოდ აღარ არის. მეგობრებო, გადმოდგით ნაბიჯი მოლაპარაკებებისკენ, ნუ გაქვთ იმის განცდა და კომპლექსი, რომ მოლაპარაკება არის სისუსტე. შეცდომა შესაძლოა ყველას მოუვიდეს, განსაკუთრებით ჩვენს ავ-ბედით სასამართლოს. ამიტომ, მოდით გონს და ვიაროთ სიტუაციის განმუხტვის გზით. სხვა ყველა გზა არის ჩიხი“, – განაცხადა უგულავამ.
შეგახსენებთ, ოპოზიცია მზად არის, 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადადოს. როგორც “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ოპოზიციის საერთო ბრიფინგზე განაცხადა, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია.