გიორგი გახარიას მისამართით დასმულ კითხვას, თუ ვის მისცემს თვითონ და მისი ამომრჩეველი ხმას, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი „ათას პროცენტიან გარანტიას იძლევა, რომ არცერთ კანდიდატს არ შემოხაზავს“.
მისივე განმარტებით, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანას მომავლის არჩევანს უსპობს.
კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, გახარიას ამომრჩეველი არასდროს მისცემს ხმას “ნაციონალურ მოძრაობას” და ბოროტებას
„მე როგორც პასუხისმგებლიანი მოქალაქე ამ ქვეყნის რა თქმა უნდა არჩევნებზე წავალ. ჩემს დღეს ღიად დაფიქსირებულ პოზიციას ექნება სხვა პოლიტიკური სპეკულაციების შესაძლებლობა, რასაც მე არ გავაკეთებ.
გარანტიას გაძლევთ ათას პროცენტიანს, რომ არცერთს არ მოვხაზავ, იმიტომ რომ ერთიც და მეორეც მომავლის არჩევანს უსპობს ჩემს ქვეყანას. წარმოდგენა არ აქვთ მაგათ ჩვენი ამომრჩეველი ვინ არის, ჩვენი ამომრჩეველი არის გონიერი ამომრჩეველი, რომელსაც კარგად ესმის, რა არის სამართლიანი სახელმწიფო და ისიც კარგად ესმის, რომ არც ერთი და არც მეორე ამის გამკეთებელი არ არის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას.
