LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაეროს გენერალურ ასამბლეას სამი თვის ბავშვი ესწრება – ახალი ზელანდიის პრემიერის ისტორიული გადაწყვეტილება

95

ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრი პირველი ქალი ლიდერია, რომელმაც ჩვილი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ანსამბლეის შეხვედრაზე წაიყვანა.

ჯასინდა არდერნი სამი თვის შვილთან ერთად სხდომაზე ორშაბათს საღამოს გამოჩნდა. ნელსონ მანდელას სამიტზე სიტყვით გამოსვლამდე ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი სამი თვის შვილს ართობდა, მისი სიტყვით გამოსვლის დროს კი ბავშვს მისი პარტნიორი უვლიდა.

არდერნს ბავშვი 21 ივლისს შეეძინა. აგვისტოში, მშობიარობიდან 6 კვირაში დეკრეტული შვებულებიდან სამსახურში დაუბრუნდა. ამის მიუხედავად, მას შვილი ბუნებრივ კვებაზე ჰყავს, სწორედ ამიტომ მოუწია პრემიერს ჩვილის ახალი ზელანდიიდან ნიუ-იოკრში წაყვანა.

სამი თვის ჩვილმა 17 საათი იფრინა.

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის დელეგაციას ძიძაც ახლავს, რომლის მგზავრობის ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მისი პარტნიორი კი ნიუ-იორკში საკუთარი ხარჯებით იმყოფება.

პრემიერის პატარას, სპეციალური აკრედიტაციაც აქვს – “პირველი შვილი” ვკითულობთ ბეიჯზე, რომელიც სპეციალურად მისთვის დაბეჭდეს.

magti 5g