“ეს მხოლოდ სიახლე არ არის. ეს ტრაგედიაა” – ასეთია გაეროს ზოგადი, თუმცა ყოვლისმომცველი შეფასება იმ კვლევის შედეგების, რომელიც ორგანიზაციამ დღეს წარადგინა.
ბოლო 10 წლის განმავლობაში, მსოფლიოში ლტოლვილების რაოდენობა ორჯერ, 82%-ით გაიზარდა და ამჟამად 82,4 მილიონ ადამიანს შეადგენს. მათგან 42% არასრულწლოვანია.
“პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს ომების, ძალადობის, დევნისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, საკუთარი საცხოვრებელი ადგილიდან იძულებით გადაადგილებულთა რიცხვმა თითქმის 82,4 მილიონ ადამიანს მიაღწია.” – საგანგაშო სტატისტიკური მონაცემების პარალელურად, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა, გააძლიერონ ძალისხმევა მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით, რათა შეაჩერონ იძულებით გადაადგილების თითქმის 10-წლიანი ტენდენცია.
UNHCR-ის გლობალური ტენდენციების ყოველწლიურ მოხსენებაში, რომელიც ჟენევაში დღეს გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ 2019 წელთან შედარებით, (79.5 მილიონი ლტოლვილი 9 წელში) წლევანდელი მაჩვენებელი ერთ წელიწადში 4%-იანი ზრდას გულისხმობს, რაც საგანგაშოა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლტოლვილთა რიცხვს 3 მილიონი ადამიანი დაემატა, მათი უმრავლესობა კი სახლებიდან ძალადობისა და უფლებების დარღვევის გამო გარბის.
სირია, ვენესუელა, ავღანეთი, სამხრეთ სუდანი და მიანმარი – ანგარიშში აღნიშნულია, რომ ლტოლვილთა 2/3 სწორედ ამ ხუთი ქვეყნის წარმომადგენელია.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ 2020 წლის ბოლოს:
? UNHCR-ის მანდატით იყო 20,7 მილიონი ლტოლვილი;
? უცხოეთში გადაადგილებული 5,7 მილიონი პალესტინელი;
? ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ იძულებით გადაადგილებული 3,9 მილიონი ვენესუელელი;
? საკუთარ ქვეყნებში იძულებით გადაადგილებული 48 მილიონი ადამიანი.
? თავშესაფრის მაძიებელი 4.1 მილიონი ადამიანი.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი ფილიპო გრანდი მსოფლიოს ძალისხმევის გაერთიანებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ შექმნილი ვითარება სასწრაფო ზომების მიღებას საჭიროებს.
It’s not just news. It’s a tragedy.
The number of people forced to flee their homes has reached a record 82.4 million. https://t.co/nXAYzGO13o
— UNHCR, the UN Refugee Agency (@Refugees) June 18, 2021