უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, კონფლიქტის დაწყების შემდეგ უკრაინაში 752 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, დაშავებულია 525 ადამიანი.
„მსხვერპლის უმეტესობა გამოიწვია ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებამ, მათ შორის მძიმე არტილერიითა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით დაბომბვამ და საჰაერო თავდასხმებმა“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
გაერო: უკრაინა მილიონმა ადამიანმა დატოვა
აუცილებელია, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა იმისთვის, რომ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გახდეს შესაძლებელი.
ამასთან, განცხადების თანახმად, გაეროში მიიჩნევენ, რომ რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია.
შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლებამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის თავდასხმის შედეგად უკრაინაში 2 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.
