LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაეროს წესებით მეკრძალება ნებისმიერ გადაწყვეტილებაში ჩართვა – კილაძე ნინოწმინდის პანსიონზე

64
SOFO 33

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრი სოფო კილაძე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე კომენტარს არ აკეთებს.

სოფო კილაძე გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად 2020 წლის ნოემბერში აირჩიეს.

როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე თემაზე საუბრისას აღნიშნავს, მას ეკრძალება საქართველოს საკითხებზე პირდაპირ ან ირიბად კომენტარის გაკეთება.

სოფო კილაძე არ პასუხობს კითხვას, არის თუ არა კომიტეტი ინფორმირებული სისხლის სამართლის ოთხ საქმეზე, რომლებიც ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებითაა აღძრული.

„მე გაეროს წესებით მეკრძალება ნებისმიერ გადაწყვეტილებაში პირდაპირ ან ირიბად ჩართვა, რომ არ დაირღვეს ნეიტრალურობის პრინციპი. მათ შორის კომენტარების გაკეთება ირიბად ჩართვას ნიშნავს, რომელიც საქართველოს ეხება.

ნებისმიერი საკითხზე, რომელიც გადაწყვეტილების ირგვლივ არის, უნდა ვიყოთ კომიტეტის წევრები აბსოლუტურად ნეიტრალურები”, – ამბობს სოფო კილაძე.

ამავე თემაზე:

ხოშტარია: “ყოველდღე უნდა იყოს აქცია ნინოწმინდაზე, დღეს 6-ზე შევიკრიბოთ პროკურატურასთან”

დარმწუნებული ვარ, ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებს შველა სჭირდებათ: დეკანოზი თამაზ ლომიძე

ნინოწმინდის პანსიონატთან დაკავშირებით, გამოძიება ძალადობის სამ, ხოლო სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე მიმდინარეობს

ნინოწმინდის პანსიონატში შექმნილი ვითარება უნდა შეიცვალოს და ​ამისთვის მზად ვართ: სარჯველაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g