გაერთიანებული სამეფოს საექსპორტო დეპარტამენტმა საქართველოს საექსპორტო დაფინანსება 3 მილიარდი ფუნტი სტერლინგით გაუზარდა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვენდი მორტონმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.
„ეს დამატებითი დახმარება ქართულ კომპანიებს ახალი პროექტების განხორციელებაში დაეხმარება და მათ ახალ სავაჭრო შესაძლებლობებს შეუქმნის” , – წერს ვენდი მორტონი.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაერთიანებული სამეფოს საექსპორტო დეპარტამენტს, ტვიტერის გვერდზევე, მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ეს დახმარება საქართველოში ეკონომიკური შესაძლებლობებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობას ემსახურება.
