საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეთ უორდი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
გერმანიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს – პეტერ ფიშერი უწყებაში მივიდა
როგორც ელჩმა სამინისტროში შესვლამდე განაცხადა, ეს არის გერმანიასთან თანამედროვე საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა გერმანელი ელჩი სამინისტროში დაიბარეს.
ტელეკომპანიის ცნობით, ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე მივიდა.
გარეთ უორდს უწყებაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში გუშინ, 24 სექტემბერს გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერიც დაიბარეს.
ირაკლი კობახიძე: „გერმანიის ელჩის დაბარება არის დიპლომატიური ზომა – ბატონი ფიშერი პირდაპირ არის ჩართული რადიკალური ოპოზიციის აქტივობებში, პირდაპირ ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე“
კობახიძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის უწყებაში დაბარებასთან დაკავშირებით.