უწყების ცნობით, მაკა ბოჭორიშვილის მხრიდან აღინიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის თუ იურიდიული პირებისთვის სანქციების დაწესება ჩრდილს აყენებს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის პარტნიორობას.
ინფორმაციისთვის, დღეს, საგარეო უწყებაში გაერთიანებული სამეფოს ელჩი დაიბარეს. ბრიტანეთის ელჩი უკვე მეორე დიპლომატია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს.
საელჩოში განმარტავენ, რომ საქართველოში 4 -წლიანი მისიის დასრულების შემდეგ, მარკ კლეიტონი საქმიანობას გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიურ სამსახურში სხვა პოზიციაზე განაგრძობს.