LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ქვრივიშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან და ლონდონის საფონდო ბირჟის წარმომადგენელთან საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების ტენდენციები განიხილა

119
მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს გარეთ უორდსა და ლონდონის საფონდო ბირჟის ევროპის მიმართულების ხელმძღვანელს აიუნა ნეჩაევას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და რეგიონის ეკონომიკური ტენდენციები, ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარების მზარდი დინამიკა, მათ შორის, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ბოლო წლებში ქართული კომპანიების გააქტიურება კაპიტალის ბაზარზე, მათ შორის ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკური ზრდის გავლენას ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობაზე, რაც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ცალკეულ სექტორებში საერთაშორისო კაპიტალის მოსაზიდად.

შეხვედრისას აღინიშნა საქართველოს ბიზნეს სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობა, რასაც განაპირობებს ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდა, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, ეფექტიანი რეფორმები, ბიზნესის  ხელშეწყობის პროგრამები და სწორი ინსტიტუციური განვითარება, მათ შორის, კაპიტალის ბაზრის მიმართულებით.

შეხვედრაში მონაწილეობდა მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები