LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები: არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია ევროპის რომელიმე ნაწილი საკუთარი გავლენის სფეროდ ჩათვალოს

102
კულება და ბრიტანეთის მინისტრი

„თითოეული ევროპული სახელმწიფო თავისუფალია აირჩიოს ან შეცვალოს თავისი უსაფრთხოების საშუალებები, მათ შორის ალიანსის ხელშეკრულებები და არც ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია ევროპის რომელიმე ნაწილი საკუთარი გავლენის სფეროდ ჩათვალოს“, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

ამავე განცხადების თანახმად, სამივე ქვეყანა გააძლიერებს ერთობლივ ძალისხმევას უკრაინაში სტაბილურობის დასაცავად.

„ჩვენი სამი ქვეყანა გააძლიერებს ერთობლივ მუშაობას სტაბილურობის დასაცავად და უკრაინაში მდგრადობის გასაძლიერებლად, აღმოსავლეთ ევროპის საზღვარზე დემოკრატიის გასაძლიერებლად,“- აღნიშნულია განცხადებაში.

გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, სამმხრივი თანამშრომლობა მოიცავს, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მხარდაჭერის მიმართ კოორდინაციას.

„ერთად ვიმუშავებთ ჩვენი თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად, რომელიც მოიცავს ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მხარდაჭერის კოორდინაციას, რაც გააფართოებს ჩვენს თანამშრომლობას კიბერუსაფრთხოების, ენერგოუსაფრთხოების საკითხებში და გააძლიერებს სტრატეგიულ კომუნიკაციებს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით,“- აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, დოკუმენტში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ გაერთიანებული სამეფო და პოლონეთი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ.

კულება: ყოველთვის მაწუხებდა კითხვა, რატომ ვითხოვთ მუდმივად სადმე მიღებას, თუ თავად შეგვიძლია რაღაცის შექმნა, ამიტომ დავიწყე მცირე ალიანსების სტრატეგიის განხორციელება

დიდი ბრიტანეთის პოლონეთისა და უკრაინის ალიანსის დაფუძნების შესახებ გუშინ, 17 თებერვალს კიევში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს გახდა ცნობილი.

„გაერთიანებული სამეფო და პოლონეთი გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას, დგანან რა უკრაინასთან ერთად რუსული აგრესიის ფონზე და სრულად მზად არიან, მხარი დაუჭირონ უკრაინელ ერს მის ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში,“- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პოლონეთისა და უკრაინის ალიანსის დაფუძნების შესახებ გუშინ, 17 თებერვალს კიევში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს გახდა ცნობილი.

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს არ სურს NATO-ში უკრაინის ხილვა – არ გვეშინია არანაირი პროგნოზისა და მტრის, საკუთარ თავს ნებისმიერ დროს დავიცავთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები