გაეშვება პროექტი 800 მგვტ-მდე ჰესის ასაშენებლად, რომელშიც, ალბათ, მილიარდზე მეტი დაიხარჯება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ჯამში ეს იქნება 2,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია.
ქუთაისის პარლამენტის შენობის ბაზაზე IT ჰაბი შეიქმნება - ღარიბაშვილი
"ქუთაისის პარლამენტის შენობა პრაქტიკულად უფუნქციოდაა, ჩვენი მიზანია მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ იქ IT მიმართულების განვითარებას".
„ბოლო პერიოდში მივიღეთ გადაწყვეტილება ჰესებთან დაკავშირებით. თუ არ ვცდები, ბოლო 5 წელია ჰესების პროექტი იყო გაჩერებული. ამის თაობაზე გვქონდა ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მივაღწიეთ შედეგს. გაეშვება 800 მგვტ-მდე ჰესის ასაშენებლად პროექტი, რომელშიც ალბათ, დაახლოებით მილიარდზე მეტი დაიხარჯება. ამას გარდა, წლის ბოლოს 1500 მგვტ-ზე გამოვაცხადებთ ტენდერს. ეს არის 2.5 მილიარდი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია.
ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო - ღარიბაშვილი
"თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ანაკლიაში რაც ხდება ახლა, მტვრის ბუდედ გადააქციეს ადგილი, ამიტომ ეს არის კატეგორიულად მიუღებელი".
მომავალ წელს ასევე გამოვიტანთ დამატებთ სხვა მეგავატებს. მთავარი აქცენტი გაკეთდება ჰიდროელექტროსადგურებზე, ასევე ქარის და მზის სადგურებზე. ჩვენ ასევე ვმუშაობთ დამატებითი სიმძლავრის შექმნაზე და დამატებით თბოსადგურის მშენებლობას ვგეგმავთ. გვინდა, რომ ეს ტენდერებიც გამოვაცხადოთ. ჯამში, ეს დაახლოებით 3-4 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.