გაფიცულებს სტუდენტებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. სტუდენტებმა ვიდეო მიმართვა გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნავენ, რომ აქციების დაწყების დღიდან, ისინი თეთრი ხალათებით დგანან მოქალაქეებისა და ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზე.
„დღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ვაცხადებთ გაფიცვას!
ვიქნებით ყველგან, თქვენს შორის თეთრი ხალათებითა და სუფთა ხელებით, ქართული და ევროპული მომავლის სადარაჯოზე!“, – ამბობენ სტუდენტები.
თეატრალურის სტუდენტები: ვიფიცებით, ვინარჩუნებთ მხნეობას და ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს