LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაფრთხილება! საქართველოში გამოჩნდა და ინტენსიურად იყიდება ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი, შესაძლო შედეგებია ჰალუცინაციები და ფსიქოზი, ზოგიერთ შემთხვევაში – სიკვდილიც“ – ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე საზოგადოებას მიმართავს

107
ზურა სიხარულიძე

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

როგორც ნარკოლოგი წერს, საქართველოში ძალიან ინტენსიურად იყიდება სინთეზური კანაბინოიდი, რომელიც ჰალუცინაციებსა და ფსიქოზს იწვევს, ზოგ შემთხვევაში კი მისი მოხმარება ფატალურადაც სრულდება.

„გაფრთხილება!

საქართველოში გამოჩნდა და ძალიან ინტენსიურად იყიდება ტელეგრამ არხებზე ახალი, ძალიან ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი („სპაისის“ ტიპის ნივთიერება). ასევე k2 სახელით იყიდება.

ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა. ასეთი ნივთიერებები შეიძლება გაცილებით ძლიერი და ბევრად უფრო საშიში იყოს. მათი გამოყენება დაკავშირებულია მძიმე ჯანმრთელობის რისკებთან.

შესაძლო შედეგებია:

• ძლიერი შფოთვა და პანიკა;

• ჰალუცინაციები და ფსიქოზი;

• აგრესია;

• კრუნჩხვები;

• გონების დაკარგვა;

• სუნთქვის გაძნელება;

• ზოგიერთ შემთხვევაში – სიკვდილიც.

ყველაზე საშიში ის არის, რომ მომხმარებელმა ხშირად არც კი იცის, რა ნივთიერებას იღებს, რადგან „სპაისის“ შემადგენლობა მუდმივად იცვლება. და ასევე ის დააქვთ სხვა სტიმულატორებზე, „მეფედრონზე“, „ალფაზე“ და სხვა სტიმულატორებზე, რაც კიდე უფრო ამძიმეს მდგომარეობას!

თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს ასეთი ნივთიერების მიღების შემდეგ დაეწყო უცნაური ქცევა, გონების დაბინდვა, კრუნჩხვა ან სუნთქვის პრობლემები – დაუყოვნებლივ გამოიძახეთ 112.

გთხოვთ, გააზიარეთ ეს ინფორმაცია“, – წერს ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები