LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოეშვით ამ საზიზღრობების მოწევას – კლავს, კლავს!!!“ – ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე საზოგადოებას მიმართავს

418
ზურა სიხარულიძე

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

აღნიშნულ მიმართვაში ნარკოლოგი საუბრობს უცნობი შემადგენლობის ნივთიერებების შესახებ, რომლის მოხმარება მისი თქმით, რეალური და სერიოზული საფრთხეა.

„მოეშვით ამ საზიზღრობების მოწევას – კლავს, კლავს!!!

რით ვერ გაიგეთ ამდენი ხნის განმავლობაში, რომ ეს მარიხუანა არ არის?! ეს არის სინთეზური ნაერთებისა და სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერებების ნარევი, რომლის შემადგენლობა ხშირად საერთოდ უცნობია.

კრუნჩხვებიც სწორედ ამისგან შეიძლება განვითარდეს! ასევე შესაძლებელია გონების დაკარგვა და უამრავი სხვა მძიმე გართულება.

ნუ ენდობით იმას, რომ „უბრალოდ მოსაწევია“ ან „მარიხუანაა“. უცნობი შემადგენლობის ნივთიერების მოხმარება რეალური და სერიოზული საფრთხეა.

ამ ერთ დაბოლებას ხომ არ უნდა გადააყოლო შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა!“ – წერს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში.

„გაფრთხილება! საქართველოში გამოჩნდა და ინტენსიურად იყიდება ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი, შესაძლო შედეგებია ჰალუცინაციები და ფსიქოზი, ზოგიერთ შემთხვევაში – სიკვდილიც“ – ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე საზოგადოებას მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები