LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაგარინზე ხანძარს ქალის სიცოცხლე შეეწირა

493
52035813_1995691954074018_6436545651730808832_n

თბილისში, გაგარინის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულზე მომხდარი ხანძრის შედეგად 52 წლის ქალი დაიღუპა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით მათი ინფორმაციით, გარდაცვლილი ირანის მოქალაქეა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

„ხანძარმა კორპუსში დიდი დაკვამილანება გამოიწვია. მეხანძრე-მაშველებმა და პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეები კორპუსიდან უსაფრთხოდ გამოიყვანეს. კორპუსში ნაპოვნია 52 წლის ქალის ცხედარი, რომელიც ირანის მოქალაქეა“, – განმარტეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე თქმით, ადგილზე მობილიზებული იყო 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ქმედებას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები