მეუფე სერაფიმე ჯოჯუა გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
არსებული ინფორმაციით, მეუფე ინსულტით დაიღუპა.
„ის სოხუმიდან იყო…
მერე ბორჯომის ეპარქიას უძღვებოდა…
მერე იყო დიდი განსაცდელი…
მე მახსოვს მისი ცრემლები ათონზე გაცილებისას და მასთან ერთად ვტიროდით ყველა იქ მყოფნი…
მერე დაბრუნდა, მდაბლად, მორჩილად, სიყვარულით განაგრძო მიღვაწეობა ტიტულატურ მღვდელმთავრად…
2 ნოემბერს მამა გაბრიელის გზა გაიარა მრევლთან ერთად.
მერე ბიჭვინთის ხატის ტაძარი აკურთხა დიდ დიღომში…
ეს მცირე ასლია იმ ტაძრისო, იქ, აფხაზეთში რომ გველოდება და ჩვენ იქ აუცილებლად უნდა დავბრუნდეთო…
იმ ღამით კი მძიმე ინსულტი განუვითარდა და გამთენიისას გონდაკარგული იპოვეს კელიაში.
ახლა შევიტყვე, რომ მეუფე სერაფიმემ უფალს შეჰვედრა სული…
ის 64 წლის იყო – ტკივილებგამოვლილი…
მართალთა სავანეში დაამკვიდროს უფალმა მისი სული…
დაგვლოცე, ტკბილო მეუფეო…“-წერს თამარ მამაცაშვილი სოციალურ ქსელში.
მეუფე სერაფიმეს გარდაცვალებას ეხმაურება მომღერალი ზურა ხაჩიძე.
„ჩემი მეუფე აღარ მყავს
გაგვიფრინდა უფალთან“ – წერს ზურა.
