LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიაფების ნაცვლად მედიკამენტები კიდევ გაძვირდა – რა გამოსავალს სთავაზობენ ექსპერტები მთავრობას?

89

ჯანდაცვის მინისტრის მიერ დაანონსებული ფასების შემცირება არ გამართლდა და მედიკამენტების ნაწილზე ფასების მორიგი ზრდა დაფიქსირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 2015 წლის შესაბამის თვეში ჯანმრთელობის დაცვაზე ფასები 11, 1%-ით გაიზარდა.

„პე ეს პეში“ განმარტავენ, რომ საერთო ჯამში ფასების მატებამ 10-15% შეადგინა და ეს პროცესი მხოლოდ ლარის გაუფასურებას უკავშირდება. რაც შეეხება პროგნოზებს, ფარმაცევტული კომპანიების ინფორმაციით, ლარი მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა და ფასების მორიგი ზრდა აღარ მოხდება.

ეკონომისტი ლევან კალანდაძე კი მედიკამენტების გაძვირებას ეროვნული ვალუტის გაუფასურების გარდა, ე. წ. ჯენერიული მედიკამენტების მიმართ ადგილობრივი კოპანიების ნაკლებ ინტერესს მიაწერს. მისი თქმით, მთავრობა ფასწარმოქმნაში არ უნდა ჩაერიოს, თუმცა საჭიროა, ხელისუფლებამ შექმნას გარემო, სადაც ჯენერიული პრეპარატების შემოტანა უფრო აქტიურად დაიწყება.

”ასეთი ტიპის წამლები ხარისხით ბრენდულ პროდუქციას არაფრით ჩამოუვარდება, მხოლოდ შეფუთვა აქვს განსხვავებული. იმის გამო, რომ   ჯენერიული მედიკამენტების რეალიზაციისას, მოგების ხვედრითი წილი უფრო დაბალია, მის მიმართ კომპანიები ნაკლებ ინტერესს იჩენენ” – განაცხადა კალანდაძემ.

ეკონომისტები ხელისუფლებას ბაზარზე ჯენერიული მედიკამენტების მაქსიმალური დაშვებისკენ მოუწოდებენ. რაც შეეხება პროგნოზებს, ექსპერტები უახლოეს მომავალში წამლებზე ფასის მატებას აღარ ელიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები