მოქალაქე თამარ ბატიაშვილი საზოგადოებას ამცნობს, რომ სოფელ შილდაში მცხოვრები ბავშვები ყოველ დილით 5 კილომეტრს გადიან, რათა ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული მეხანძრე-მაშველები ცივი წყლით მოამარაგონ.
“11 წლის მალხაზი და 13 წლის თემო სოფელ შილდიდან. ყოველ დილით 5 კილომეტრზე მეტს გადიან. ტყეში მეხანძრე-მაშველებთან და ჯარისკაცებთან ცივი წყალი მიაქვთ”, – წერს თამარ ბატიაშვილი.