LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ბათუმში, საცხოვრებელი სახლის ნგრევის დროს საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის მეხანძრე-მაშველები დაჯილდოვდნენ

368
დაჯილდოება

ბათუმში, საცხოვრებელი სახლის ნგრევის დროს საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის მეხანძრე-მაშველები დააჯილდოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მეხანძრე-მაშველებს უწყებრივი მედლები – „მამაცობისთვის“ გადაეცათ.

„დაჯილდოების ღონისძიება თბილისში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ბაზაზე გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი დაესწრნენ.

ღონისძიების მონაწილეებმა, მეხანძრე-მაშველებმა ბათუმში საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად დაღუპული მოქალაქეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

იოსებ ჭელიძემ და თემურ მღებრიშვილმა მეხანძრე-მაშველებს კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა გაწეული საქმიანობისთვის და 10 მეხანძრე-მაშველს, მინისტრის სახელით, უწყებრივი მედლები გადასცეს.

8 ოქტომბერს, ბათუმში საცხოვრებელი სახლის ნგრევის გამო მიმდინარე საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში 426 მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული, რომელთაც 29 საათის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში წარმართეს სამაშველო ოპერაცია. შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით ყველა მათგანი კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის, მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის წახალისდა“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოპულალურები