დაცული ტერიტორიების სააგენტო კიდევ ერთ ვიდეორგოლს აქვეყნებს, სადაც მოგზაურებს აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის ციკანს აცნობს.
ციკანი, რომელიც ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, ძალიან ცელქი და მოუსვენარია და ამასთან, ჯერ 1 წელიც არ შესრულებია.
ცნობისთვის, დროდადრო აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვები დიდ ჯოგებს ქმიან, სადაც შესაძლოა რამდენიმე ასეული ინდივიდიც შეგროვდეს.
მათი დაწყვილების პერიოდი ნოემბერ-იანვარშია და ამ დროს ინდივიდუალურად მცხოვრები მამრები მდედრების მცირე ჯგუფებს უერთდებიან. მამრებს შორის მიმდინარეობს დაპირისპირება მდედრის ყურადღების მისაქცევად.