LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

POG: ლაგოდეხში კაცს ქალის ტანსაცმლის ჩაცმა მოსთხოვეს და სოფლის ქუჩებში გაატარეს – სამართალდამცველებმა დამამცირებელი ქმედების გამო 3 პირი დააკავეს

405
ბრალის წარდგენა/დაკავება

საქართველოს პროკურატურამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარი დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 30 ოქტომბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ბრალდებულებმა იმ მოტივით, რომ დაზარალებულმა მათი შეფასებით სამარცხვინო საქციელი ჩაიდინა, მისთვის დამამცირებელი ქმედების განხორციელება, ქალის ტანსაცმლის ჩაცმა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. ფსიქიკური იძულების შედეგად, დაზარალებულმა მათი მოთხოვნა შეასრულა, რის შემდგომაც ბრალდებულებმა ის სოფლის ქუჩებში გაატარეს, რითაც პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენეს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულები 1 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (დამამცირებელი მოპყრობა, ესე იგი პირის დამცირება და იძულება, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფსიქიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების მხილების მიზნით“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

?საქართველოს პროკურატურამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარი დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება…

Posted by საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia on Monday, November 6, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები