LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით გოგო ხულოს სოფელ დიდაჭარიდან, რომელმაც რეპეტიტორების გარეშე ინგლისურში უმაღლესი ქულა აიღო

253
ფორტუნა - 2023-08-23T195433.306

ქეთი შავაძემ  ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურში 70 ქულიდან 70 აიღო.

ქეთი შავაძე ხულოში, სოფელ დიდაჭარაში ცხოვრობს. ქეთი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებების შესწავლას აპირებს. ერთიანი ეროვნული გამოცდების სხვა საგნებში ქეთის შედეგები ასეთია:

ქართული ენა და ლიტერატურა 60-დან 58 ქულა,

მათემატიკა – 51-დან 37 ქულა.

ქეთი არც ერთ საგანში არ მომზადებულა.  საკუთარი სწავლის მეთოდზე ქეთი ბათუმელებს ესაუბრა. 

გთავაზობთ ნაწყვეტს ქეთისთან ინტერვიუდან.

„ერთხელ, სკოლიდან როცა შინ ვბრუნდებოდი, მაშინ მომინდა პირველად ამის გაკეთება: რასაც ვფიქრობდი,  იმაზე ხმამაღლა ლაპარაკი დავუწყე საკუთარ თავს ინგლისურად…

მივეჩვიე ამას და შემთხვევით გზაზე გამვლელს რომ არ გასცინებოდა, ტელეფონს მივიდებდი ყურთან, თითქოს ვიღაცას ვესაუბრებოდი. მთავარი კომუნიკაციაა. ამიტომაც, თუ ვინმე ინგლისურენოვანთან კომუნიკაცია შეუძლებელია, შეიძლება საკუთარ თავსაც მოუყვე რამე,“. – იხსენებს ქეთი.

გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც ქართულის გამოცდაზე უმაღლესი 60 ქულა მიიღეს: „მთავარია, საკუთარი თავისა და შესაძლებლობების გვჯეროდეს, ვიშრომოთ და ბოლოს შედეგს აუცილებლად ვნახავთ“

ფოტო: „4 თვის მარიას და 2 თვის ლაზარეს დედებს დღეს გამოცდა აქვთ“ – რა კადრებს ავრცელებს გამოცდების ეროვნული ცენტრი

.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g