ლივ ფრეინდლიხი 20 წლის ამერიკელი მსახიობია, რომელიც განსაკუთრებით ბოლოს დროს სულ უფრო პოპულარული ხდება. მის ანგარიშზე ჯერ მხოლოდ რამდენიმე კინოსურათია, თუმცა მსოფლიო კინორეჟისორებმა მას უკვე მიაქციეს ყურადღება. ლივი ძალიან პერსპექტიულ ახალგაზრდა მსახიობად მიიჩნევა, რომელმაც შესაძლოა თავისი ცნობილი დედის გზა გაიმეოროს.
საინტერესო, რომ ლივი ჯულიანა მურისა და რეჟისორ ბერტ ფრეინდლიხის ქალიშვილია, რომელიც 2002 წელს მოევლინა ქვეყანას. გოგონა დედის მსგავსად წითურთმიანია და საოცრად ჰგავს მას.