LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყავას მაგონებენ კოფეინის გარეშე და სწორედ მათი მეშინია ყველაზე მეტად“- ჯულიანა მურის ცნობილი გამონათქვამები

227
ჯულიანა მური გამონათქვამები

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერმა მსახიობმა ჯულიანა მურმა 3 დეკემბერს 60 წლის იუბილე აღნიშნა და ერთგვარდ შეაჯამა განვლილი ცხოვრება. არაჩვეულებრივმა ქალბატონმა მართლაც ბევრი მოასწრო, რადგან არა მხოლოდ 70-მდე მთავარი როლი მიითვალა საკუთარ ანგარიშზე, არამედ გამომსახველობითი ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი მიიღო და საბავშვო მოთხრობების რამდენიმე კრებული გამოუშვა, რომელთაც კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურეს.

fortuna.ge გთავაზობთ ჯულიანა მურის ფრაზებს:

დააკვირდი საკუთარ ცხოვრებას, არ ღირს მისი ერთას და იმავე სისულელეზე ხარჯვა!

თუ შენს თავში ორი რადიკალურად განსხვავებული ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც მუდმივად კამათობენ ერთმანეთან –  ნორმალურია, მთავარია, მესამეს არ მისცე დაბუდების უფლება, რომელიც ყოველთვის სუსტის და გაუბედავის გამარჯვებით ეცდება შენს დამარცხებას.

ყველაზე მოკლე და მარტივი გზა ბედნიერებისკენ – სიბრიყვე და გულუბრყვილობაა, თუმცა, სწორედ სიბრიყვე იზიდავს ადამიანების უმეტესობას.

ყველაზე საზარელი ტრაგედია არა ეკრანზე, არამედ დახურულ კარს მიღმა, ჩვეულებრივ სახლებში, ბინებში ხდება და ძალიან სამწუხაროა, რომ ფარისეველი ჰუმანისტები მხოლოდ ეკრანულ პერსონაჟებს უთანაგრძნობენ და არა რეალურ ადამიანებს.

არაა აუცილებელი უგონოდ გამოთვრე, რათა საკუთარი სისუსტე, ნაკლი აღიარო.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყავას მაგონებენ კოფეინის გარეშე და სწორედ მათი მეშინია ყველაზე მეტად.

ბევრი რამ არ ვიცი, რადგან ბევრი არ მინახავს.

მეცოდებიან ისინი, ვისაც გულუბრყვილოდ სჯერა, რომ პოლიტიკოსებს მორალი აქვთ, რომ მმართველი პარტიები მხოლოდ კეთილი მიზნებით ხელმძღვანელობენ და რომ სახელმწიფო საიმედო დამცველია. მებრალებიან ასეთი გულუბრყვილოები, რადგან როცა იმედი უცრუვდებათ და რწმენას კარგავან, მათი ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთს ემსგავსება.

თუ უშიშარი გინდა გახდე, ერთხელ მაინც უნდა გამოსცადო ნამდვილი შიში, რადგან სწორედ შიში გაძლიერებს ყველაზე მეტად.

ეცადე ყოველთვის სიმართლე გაიგო, მაშინაც კი, თუ იცი, რომ საბოლოოდ მოგიღებს ბოლოს, რადგან დამარცხებამდეც ბევრ რამეს გასწავლის.

როცა ქალზე და კაცზე საუბრობ, პოლიტიკოსებს, ადამიანთა რასას და რწმენას განიხილავ, ქვეცნობიერად ყველას ცალკე კატეგორიას მიაკუთვნებ და უკვე რასისტი, შოვინისტი ხდები.

ძალიან არ მიყვარს, როცა ერთ ფილმს მეორეს ადარებენ, რადგან ამგვარი შედარებით ორივე ავტორს აყენებენ შეურაცხყოფას.

აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით და კიდევ რამდენიმე ადამიანით ჩემს გარშემო!