მისის კლაუსს ურჩევნია, ნაკლებად ცნობილი იყოს, თუმცა ხანდახან ქმრის, სანტა კლაუსის საქმეებში ჩარევაც უხდება.
მართლაც, ძალიან ძნელია უარი უთხრა დახმარებაზე პატარა ბიჭუნას, რომელიც საჩუქარს საკუთარი დისთვის ითხოვს.
„მარქს ენდ სპენსერის“ საშობაო რეკლამა ძალიან პოპულარული გახდა და 2 დღეში 4,416,717 ნახვა დააგროვა. კომპანია მომხმარებლებს ყოველ წელს, ნოემბერში ერთმანეთზე ლამაზი სარეკლამო ვიდეობით ანებივრებს, წლევანდელმა კლიპმა კი, სადაც სანტასთან ერთად მისი ცოლიც ჩანს, სოციალური ქსელების მომხმარებლები განსაკუთრებულად აღაფრთოვანა.