LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 ბიუჯეტური და კრეატიული საშობაო საჩუქარი, რომელიც ყველას გაახარებს

137
page

დღეს მოგიყვებით საშობაო საჩუქრების იდეებზე, რომელიც მთელი წლის მთავარ საზრუნავს გაგიმარტივებთ. რა ვაჩუქოთ ახალ წელს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, თან კრეატიულად, თან ბიუჯეტურად.

პირველი იდეა ეს გახლავთ პერსონალიზებული ნივთები, ანუ კონკრეტულად იმ ადამიანზე მორგებული საჩუქრები, რომლისთვისაც რამეს არჩევთ. მაგალითად გრავირებული სამკაულები, მყუდრო საბნები ან თუნდაც ბალიშები, სადაც ამ ადამიანის სახელი იქნება ამოქარგული. ეს საჩუქრები ყოველთვის უნიკალურია და განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს.

იდეალურია კულინარიული ნაკრები მთელი ოჯახისთვის, რომელიც მოიცავს ბისკვიტის მოსამზადებელ ინგრედიენტებს, ფორმებს, ლამაზ ჭურჭელს საშობაო თემატიკით, ინსტრუქციასა და რეცეპტებს.

საახალწლოდ, ლამაზად შეფუთული შოკოლადის ნაკრები ასევე გადასარევი არჩევანია. ეს საჩუქარი მარტივია, მაგრამ ძალიან სასიამოვნო.

კიდევ ერთი იდეა, ეს გახლავთ ფოტო ჩარჩოები და ალბომები, თუნდაც ხელნაკეთი, საოჯახო მოგონებებისთვის. ეს სენტიმენტალური და გულთბილი საჩუქარია.

„თბილი და მყუდრო“ ნაკრები, ახალი წლის კიდევ ერთი განსაკუთრებული სიმბოლოა, ფუმფულა წინდები, პლედი, ცხელი შოკოლადის ფხვნილი ან წიგნი. იდეალურია ზამთრის ცივი საღამოებისთვის.

ბევრ ადამიანს უყვარს ეკო-საჩუქრები, ისინი სასარგებლო და ეკოლოგიურად სუფთაა, მაგალითად როგორიცაა ეკო ჭურჭელი, ბამბუკის კოვზები ან მცენარეული ეკო სუვენირები.

და ბოლოს, ცალკე აღნიშვნის ღირსია საახალწლო დეკორაციები. ხარისხიანი საშობაო დეკორაციები, როგორიცაა სანათები, ბურთები ან ხელნაკეთი ფიგურები, რომლებიც დღესასწაულებს კიდევ უფრო თბილ და ზღაპრულ ელფერს შესძენს.

ჩვენ უბრალოდ გირჩევთ, დანარჩენი უკვე გემოვნების ამბავია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები