ლეონარდო დიკაპრიოსა და 25 წლის მოდელის, ვიტორია ჩერეტის რომანი დადასტურდა. წყვილი ორი კვირის წინ იბიცაზე, ღამის კლუბში, ვნებიანი ხვევნა-კოცნის დროს გამოიჭირეს. ვიდეო PageSix-მა გაავრცელა.
ახლა მედიის მთელი ყურადღება ლეოს ახალი გულის სწორისკენაა მიმართული. ტაბლოიდები მისი ახალი ფოტოებითაა აჭრელებული. მოდელი „მილანი მოდის კვირეულის“ ფარგლებში გამართულ ჩვენებას დაესწრო.
ამ დღეს მას საოცრად გულახდილი კაბა ეცვა. ეს გახლდათ Ferragamo ქვედაბოლო 2540 ევროდ, მის „ლუქს“ სრულად გამჭვირვალე ზედა და მუქი ფერის მაკიაჟი ასრულებდა.
ლეო კვლავ შეყვარებულია – 48 წლის დიკაპრიოსა და 25 წლის ვიტორია ჩერეტის მეორე გამოჩენა ერთად