LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით წარმატებული გურული აბიტურიენტები, რომელთაც ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შეფასებები მიიღეს: „ვულოცავთ, ჩვენს კურსდამთავრებულებს და ვუსურვებთ წარმატებებს“

759
წარმატებული გურული აბიტურიენტები

დღეს, გამოცდების ეროვნული ცენტრმა აბიტურიენტთა უცხოური ენების გამოცდების (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) პირველად შედეგები გამოაქვეყნა.

მანამდე კი მომავალ სტუდენტებს სხვა საგნებში მიღებული შედეგების ნახვის შესაძლებლობაც ჰქონდათ. გამოცემა „გურია ნიუსი“ რეგიონის ყველაზე მაღალი ქულებისა და წარმატებული აბიტურიენტების შედეგებს აქვეყნებს და ახალგაზრდებს წარმატებებს უსურვებს.

როგორც „გურია ნიუსი“ წერს, ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის კურსდამთავრებულმა თაკო გიორგაძემ გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გაახარა და ინგლისურის გამოცდაში მაქსიმალური 70 ქულიდან 68 ქულა აიღო.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების კურსადმთავრებულები მარიამ და ლინდა სიხარულიძეები მეგობრები არიან – მათ ეროვნულ გამოცდებზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიღებული მაღალი შედეგი აჩვენეს. მარიამმა მაქსიმალური 60 ქულიდან 58 ქულა აიღო, ლინდამ კი 54 მიიღო.

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა უცხოური ენების გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს: „გამოსაცდელს ექნება ნაშრომის ასლისა და საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა“

გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

ლალუკა ნაჩარიანი ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულია. ლალუკამ გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გაახარა და ქართულის გამოცდაზე მან ქულა აიღო, თუმცა თავად შედეგით უკმაყოფილოა.

ქეთა გოგია სსიპ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსდამთავრებულია – მან ეროვნულ გამოცდებზე, ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური 60 ქულიდან 58 ქულა დააგროვა.

ჩოხატაურის ნიკო მარის სახელობის #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სალომე გიორგაძე ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60 ქულიდან 54 მიიღო.

ჩოხატაურის ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის კურსდამთავრებულმა ირაკლი ძმანაშვილმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მაქსიმალური 60 ქულიდან 54 ქულა მოიპოვა. 

როგორც ირაკლიმ „გურია ნიუსს“ უთხრა,  ფსიქოლოგობა სურს, თუმცა ჯერ უნივერსიტეტი საბოლოოდ შერჩეული არ აქვს.

შეკითხვაზე, მარტივი იყო თუ არა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა, ირაკლი ძმანაშვილი გამოცემას უპასუა:

„შესაბამისი ცოდნითა და ემოციების მართვით ყველაფერი შესაძლებელია, მთავარია მონდომება და ყველაფერი კარგად ჩაივლის“.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, დათო ცეცხლაძემ ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60 ქულიდან 52 ქულა მიიღო.

გარდა ზემოთჩამოთვლილისა, 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებს ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის დირექტორი, ფატი სიორიძე Facebook-ზე გამოეხმაურა და იმ აბიტურიენტების სია გამოაქვეყნა, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდაზე წარმატებას მიაღწიეს:

„ვიწყებთ 2024 წლის აბიტურიენტთა შედეგების გამოქვეყნებას სასიამოვნო ინფორმაციით. ქართული ენა და ლიტერატურა:

58 ქულა – ვიკა ჯინჭარაძე;

57 ქულა – ნიკოლოზ ბარამიძე; ხატია სალუქვაძე;

56 ქულა – მერი თალაკვაძე; ანა ნინიკაშვილი; სოფო გორდელაძე; ნათია ღლონტი;

55 ქულა – ლიკა ჯინჭარაძე; მარიამ კობახიძე;

53 ქულა – ლიზი მახარაძე; მარიამ ქართველიშვილი; კოკო ჩხაიძე;

52 ქულა – ანასტასია გობრონიძე; მარიამ გოგიტიძე;  ზურა ანდღულაძე.

51 ქულა – ლიზი ჯიბუტი;

50 ქულა – ანასტასია ჭანუყვაძე; ანასტასია ქუტიძე; ვახო ჩხაიძე; თამარ გაბედავა. 

ვულოცავთ, ჩვენს კურსდამთავრებულებს და ვუსურვებთ წარმატებებს“. – წერს სოციალურ ქსელში #2 საჯარო სკოლის დირექტორი, ფატი სიორიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g