LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიდაი: რაშისტები ჯერჯერობით მდინარის გადალახვას ვერ ახერხებენ – მხოლოდ თევზებს კვებავენ საკუთარი თავებით, ჩვენი მებრძოლები მათ ბუზებივით კლავენ 

95
სერგეი გაიდაი

უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში რუსი დამპყრობლების პონტონური გადასასვლელები გაანადგურეს.​ ბელოგოროვკა ახლა უკვე ლუგანსკის ოლქის ფორპოსტია, სადაც რუსები მდინარის გადალახვას ცდილობენ, თუმცა ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.

ამის შესახებ უკრაინულ მედიასთან ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ ისაუბრა და თქვა, რომ რუსები სევეროდონეცკის და რუბეჟნოეს სრულად მიტაცებას ცდილობენ. ამასთან სურთ, ლუგანსკის ოლქი დანარჩენ უკრაინას მოწყვიტონ.

„რაშისტები ჯერჯერობით მდინარის გადალახვას ვერ ახერხებენ. მხოლოდ თევზებს კვებავენ საკუთარი თავებით. ჩვენი მებრძოლები ბუზებივით კლავენ მათ. ვერც მთავარი გზა ჩაიგდეს ხელში და 7-კილომეტრიან მონაკვეთს შორიდან ესვრიან. ასევე, ისვრიან დასახლებული პუნქტების მიმართულებით.

ჰუმანიტარული სიტუაცია ზღვარზეა. საწყობებში ძალიან ცოტა ჰუმანიტარული დახმარება დარჩა. არ მუშაობს არც მობილური კავშირი. ამ ყველაფრის გამო, შეუძლებელია ხალხის ევაკუაციაც.“– განაცხადა სერგეი გაიდაიმ.

ეჭვგარეშე, რომ კიევი კვლავ რუსეთის მთავარი სამიზნეა: კლიჩკო

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g