LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიდაი: რუსებმა ლუგანსკის ოლქის თითქმის მთელი ტერიტორია დაიპყრეს

100
ing (1)

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მტერმა ლუგანსკის რეგიონის თითქმის მთელი ტერიტორია დაიპყრო. 

სერჰი გაიდაიმ რეგიონში არსებული ვითარება ბრიფინგზე შეაფასა და აღნიშნა, რომ ოკუპანტების მიერ ტერიტორიის დიდი ნაწილის დაკავების მიუხედავად, ორ დასახლებაში ბრძოლები კვლავ გრძელდება.

გაიდაის თქმითვე, ლუგანსკის რეგიონის მცხოვრებლები წინააღმდეგობის გაწევისა და პარტიზანული მოძრაობისთვის ჯერ მზად არ არიან.

“ორ დასახლებულ პუნქტში ბრძოლები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ამიტომ მტერს ჯერ არ მიუღწევიათ ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებთან, მაგრამ ისინი კვლავ ცდილობენ რეგიონის სრულად დაკავებას, სროლით, შეუჩერებლად, მათ უზარმაზარი ზარალი მიადგათ და არც კი ითვლიან, თუ რამდენი ადამიანი დაკარგეს”, – აღნიშნა გაიდაიმ.

მისივე თქმით, რეგიონის მცხოვრებლები რაიმე წინააღმდეგობისთვის ჯერ მზად არ არიან, რადგან ომი მრავალი წელია გრძელდება და მთელი ამ ხნის განმავლობაში ისინი რუსული პროპაგანდით იკვებებოდნენ.

“ზოგი ადამიანი გონზე მოსვლას იწყებს. მათ აშინებთ ჭურვები და აფეთქებები, ასევე, მათ არ სურთ ომში “ქვემეხის საკვებად” წასვლა”, – თქვა გაიდაიმ და აღნიშნა, რომ ლუგანსკის რეგიონიდან ევაკუაციისთვის ჯერჯერობით ერთადერთი გზა არის რუსეთის გავლით სხვა ქვეყნებში გამგზავრება.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g