ესტონეთში გამგზავრება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ამ ეტაპზე, შეზღუდულია. როგორც „ავიანიუსი“ იუწყება, აღნიშნულ ქვეყანაში გამგზავრება დაშვებულია მხოლოდ ესტონეთის მოქალაქეებისა და ესტონეთში დროებითი, ან მუდმივი ბინადრობის ნებართვის მფლობელი პირებისათვის, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა ახალი კორონავირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები.
„ავიანიუსის“ ცნობითვე, სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ესტონეთში გამგზავრება ნებადართულია მხოლოდ ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში:
1.უსიმპტომო უცხოელებისათვის, რომლებიც წარმოადგენენ ერთ-ერთ მითითებულ კატეგორიას:
– ესტონეთში უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები;
– ესტონეთში საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში მიმავალი პირები;
– ესტონეთში უცხო ქვეყნის ოფიციალური დელეგაციის წევრები, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოწვევის საფუძველზე;
2.ესტონეთში შესვლის მიზნით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა დაშვებულია უსიმპტომო უცხოელებისთვის, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ საქონლისა და ნედლეულის ტრანსპორტირებაში, საქონლის ან ნედლეულის დატვირთვის ჩათვლით.
3.ესტონეთში შესვლის მიზნით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა დაშვებულია უსიმპტომო უცხოელებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ სამედიცინო მომსახურებას, ან საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისთვის საჭირო სხვა მომსახურებებს.
4.ესტონეთში შესვლის მიზნით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა დაშვებულია უსიმპტომო უცხოელებისთვის, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ტვირთისა და მგზავრების საერთაშორისო გადაზიდვაში, ეკიპაჟის წევრებისა და გემის ეკიპაჟის წევრების ჩათვლით, რომლებიც ემსახურებიან საერთაშორისო სატრანსპორტო საშუალებას და პირები, რომელიც ასრულებენ სარემონტო ან საგარანტიო ან სარემონტო სამუშაოებს ასეთ სატრანსპორტო საშუალებებზე.
5.ესტონეთში შესვლის მიზნით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა დაშვებულია უსიმპტომო უცხოელებისთვის, რომელიც ემსახურებიან სამგზავრო ჯგუფებს და უშუალოდ მონაწილეობენ სამგზავრო ტრანსპორტის მომსახურებაში.
6.ესტონეთში შესვლის მიზნით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა დაშვებულია უსიმპტომო უცხოელებისთვის, რომელთა ესტონეთში ჩასვლის მიზანი დაკავშირებულია სასიცოცხლო მომსახურების უწყვეტობის უზრუნველყოფასთან.
7.ესტონეთში შესვლის მიზნით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა დაშვებულია უსიმპტომო უცხოელებისთვის, რომელთა ესტონეთში გამგზავრება დაკავშირებულია ესტონეთში მოქმედი კომპანიის აღჭურვილობის მოვლა-შეკეთებასთან, გარანტიასთან ან საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან.
8.ესტონეთში შესვლის მიზნით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა დაშვებულია უსიმპტომო უცხოელთათვის, ტრანზიტით, თავიანთი ბინადრობის ქვეყანაში გასამგზავრებლად.
9.ესტონეთში შესვლის მიზნით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა დაშვებულია ევროკავშირის, ევროპის ეკონომიკური სივრცის, შვეიცარიის კონფედერაციის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, ანდორას სამთავროს, მონაკოს სამთავროს, სან – მარინოს რესპუბლიკის და ვატიკანის სახელმწიფოს (წმინდა საყდარი) უსიმპტომო მოქალაქეების, ბინადრობის ნებართვის მფლობელს პირებისა და მათი უსიმპტომო ოჯახის წევრებისათვის.
10.ესტონეთში შესვლის მიზნით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ნებადართულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოდან ან შენგენის წევრი სახელმწიფოდან ან დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოდან მომავალი უსიმპტომო პირებისათვის.
11.ესტონეთში შესვლის მიზნით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ნებადართულია იმ უსიმპტომო პირებისთვის, რომლებიც ესტონეთში მიემგზავრებიან ისეთი ქვეყნიდან, რომელიც არ არის ზემოთ მოხსენიებული, თუმცა, გამოქვეყნებულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე და რომლებიც არიან ამ ქვეყნის რეზიდენტები, ამავე ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
12.ესტონეთში შესვლის მიზნით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა დაშვებულია იმ უსიმპტომო პირებისთვის, რომლებიც მოემგზავრებიან ისეთი მესამე ქვეყნებიდან, რომელიც არ არის მითითებული ზემოთ და ესტონეთში მიემგზავრებიან მუშაობის ან ესტონეთში რეგისტრირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით.
13.გამონაკლისის სახით, ესტონეთის პოლიციამ და სასაზღვრო დაცვის საბჭომ შეიძლება დაუშვას სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა უცხოელის მიერ ესტონეთში შესვლის მიზნით:
ა) ესტონეთის მოქალაქის, ესტონეთში ბინადრობის ნებართვის მქონე პირის პირდაპირი აღმავალი, ან დაღმავალი შტოს ნათესავზე. მათ არ უნდა აღენიშნებოდეთ კორონავირუსის სიმპტომები;
ბ) უსიმპტომო პირებზე, რომელთა სახელზეც გაცემულია ესტონეთში შესვლის სპეციალური ნებართვა;
ესტონეთში გამგზავრებასთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია მოცემულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე: https://vm.ee/en/information-countries-and-self-isolation-requirements-passengers