ავიაკატასროფაში ტრაგიკულად დაღუპული კობი ბრაიანტის მეუღლე, 37 წლის ვანესა ბრაიანტი ქალიშვილებთან ერთად, ლოს-ანჯელესში, მეუღლისა და ქალიშვილის მემორიალთან გამოჩნდნენ. ვანესამ ემოციური ფოტო „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა და ნატ კინგ ქოულის ლეგენდარული სიმღერიდან Smile ტექსტი მიაწერა. სიმღერა, რომელიც 1954 წელს გამოვიდა, ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიო ისტორიაში. „გაიღიმე, როცა გტკივა“ – ის ადამიანებს ღიმილს ასწავლის, მაშინაც, კი როცა ცხოვრებაში ურთულესი მომენტები დგას.
სწორედ ამის თქმა სურდა ვანესა ბრაიანტს გულშემატკივრებისა და ფანებისთვის, რომლებიც მასთან ერთად განიცდიან კალათბურთის 41 წლის ლეგენდისა და მისი 14 წლის ქალიშვილის ტრაგიკულ სიკვდილს.