“ჩვენი თანამებრძოლები სხვადასხვა ქალაქიდან და სხვადასხვა პარტიიდან გაშლიან კარვებს და ყველა მსურველი ექნება შესაძლებლობა, შემოუერთდეს უწყვეტ პროტესტს, რომელიც დამთავრდება პოლიტპატიმრების გათავისუფლებით და რიგგარეშე არჩევნებით”, – ასე მიმართა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ პარლამენტის შენობის წინ, აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს.
როგორც გიგი უგულავამ თქვა, პროტესტი უწყვეტი, მიზანი კი ბრძოლა თავისუფლებისთვის იქნება:
“პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს უკვე კეთდება სცენა. ჩვენი შეკრების მიზანია ქარის ერთი სიტყვა: ბრძოლა თავისუფლებისთვის, ჩვენ ვამბობთ სიტყვებს თავისუფლებისთვის, ჩვენი მეგობრები იმღერებენ და იქნება მუსიკა თავისუფლებისთვის” – განაცხადა პოლიტიკოსმა.
ოპოზიცის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა საპროტესტო მსვლელობა დღეს ფილარმონიის შენობიდან 13:00 საათზე დაიწყეს. 15:00 საათზე გაიმართა აქცია პარლამენტის შენობასთან, სადაც ლიდერებმა სამოქმედო გეგმა წარადგინეს და თქვეს, რომ იგეგმება როგორც პარლამენტის, ასევე კანცელარიის პიკეტირებაც. პარალელურად, აქციები კვლავ გაიმართება შსს-ს, სასამართლოს და პარლამენტის შენობებთან.