LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაითავისე ცა და ისუნთქე…  – ცოცხალი მუსიკის საღამოები „უღრან ტყეში“    

318
73342915-10214208344916645-3194724061829291460-o

ხელოვანთა გაერთიანება „კონცეპტArt” 17 ივლისიდან გიწვევთ „უღრან ტყეში“ ცოცხალი მუსიკის მოსასმენად და მონატრებულ არტისტებთან შეასახვედრად. (წყნეთი, ბოლო გაჩერება, სუხიშვილის ქუჩა #1).

წყნეთის ღია ამფითეატრი რეგულაციების დაცვით უმასპინძლებს აქციას „გაითავისე ცა და ისუნთქე“, რომლის ინსპირაცია რატი ამაღლობელის ლექსი გახლავთ.

პროექტი ათი საღამოსგან შედგება და  სხვადასხვა თაობისა და ჟანრის მუსიკოსებს აერთიანებს. პაპუნა შარიქაძე & მეგობრები, აღიარებული ალტისტი გიორგი ცაგარელი პიანისტ გიორგი გიგაშვილთან და ერეკლე დეისაძესთან ერთად. გაიმართება კომპოზიტორ ზვიად ბოლქვაძის საავტორო საღამო, რომლის სპეციალური სტუმრები ლიზი რამიშვილი და რატი ამაღლობელი იქნებიან. მრავალი საერთაშორისო გრან-პრის მფლობელი პიანისტის, ვალერიან შიუკაშვილის სოლო-კონცერტი. ოპერა-გალა ცნობილი ტენორის ოთარ ჯორკიას, მარიამ როინიშვილის, მარიამ ნაჭყებიას და ნუცა ზაქაიძის მონაწილეობით. ახალი თაობის ვარსკვლავების სამდღიანი ფესტივალი და 10 აგვისტოს ლეგენდარული გია ყანჩელის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო ნიკოლოზ რაჭველის, გიორგი ცაგარელის, ნატო მეტონიძის, ლიზა ბაგრატიონისა და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსების მონაწილეობით.

  • 17 ივლისი – პაპუნა შარიქაძე & მეგობრები, სპეციალური სტუმრები – მარიამ ჯანჯღავა (ვოკალი) & ლუკა თოფურია (ფორტეპიანო), ლევან დეისაძე (ბას-გიტარა), ზაზა ცერცვაძე (დრამი).
  • 18 ივლისი – „ალისფერი ანგელოზები“ – გიორგი ცაგარელი (ალტი), გიორგი გიგაშვილი (ფორტეპიანო), ერეკლე დეისაძე (დეკლამატორი);
  • 24 ივლისი – ვალერიან შიუკაშვილი, მუსორგსკის
  • 25 ივლისი – ოპერა-გალა / ოთარ ჯორჯიკია (ტენორი), მარიამ ნაჭყებია (სოპრანო), მარიამ როინიშვილი (სოპრანო), ნუცა ზაქაიძე (მეცო სოპრანო)
  • 26 ივლისი – ზვიად ბოლქვაძე – „გაითავისე ცა და ისუნთქე.“.. / საავტორო საღამო

სპეციალური სტუმრები – ლიზი რამიშვილი (ჩელო) & რატი ამაღლობელი

სიმებიანი კვარტეტი: ახალი თაობის მუსიკოები: ანნა ჭანია (ვიოლინო), ანასტასია აღლაძე (ვიოლინო), გიორგი მარდალეიშვილი (ალტი), გიორგი ნადარეიშვილი (ჩელო);

  • 31 ივლისი – ახალი თაობის ვარსკვლავების ფესტივალი / გიორგი გიგაშვილი & მეგობრები; ანნა ჭანია (ვიოლინო), ნანუკა გოლიაძე (ფლეიტა)
  • 1 აგვისტო – ახალი თაობის ვარსკვლავების ფესტივალი / სანდრო გეგეჭკორი & მეგობრები; ანასტასია აღლაძე (ვიოლინო), სალომე ჟორდანია (ფორტეპიანო) მირიან კვალიაშვილი (ჩელო).
  • 2 აგვისტო – ახალი თაობის ვარსკვლავების ფესტივალი / სანდრო ნებიერიძე & მეგობრები;
  • 9 აგვისტო – გია ყანჩელის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო / მაესტროს შესახებ გადაღებული ფილმის „სევდის ანგელოზების“ ჩვენება. ფილმის დაწყებამდე შესრულდება გია ყანჩელის ცნობილი პიესები.
  • 10 აგვისტო – გია ყანჩელის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო / კინოსა და თეატრისთვის შექმნილი მუსიკა / ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კამერული შემადგენლობა.

პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის პატრონაჟით.

 

mazda magti 5g