LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაიწვიეთ ეს კანონი“ – ევროკავშირის ელჩი საქართველოში

166
პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონსა და ქვეყანაში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო გამჭვირვალობასთან და სერიოზული საფრთხეა გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლებისთვის.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონს ვეტო დაადო.

„მადლობა ზურაბიშვილს, რომელმაც დაადასტურა, რომ კანონის წინააღმდეგ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები, გამჭვირვალობის წინააღმდეგ ყალბი პროექტი „არა რუსულ კანონს“ ჩავარდა“ – მამუკა მდინარაძე

„სწორად მოიქცა ზურაბიშვილი – სკალპელით გადაჭრა, დახურა თემა და ყოველგვარი სპეკულაციები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების კეთილი ზრახვებით ნაკარნახევი არასწორი და კონტრპროდუქტიული რჩევა-დარიგებებიც“ – ნიკა გვარამია

„ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის საქმე არ არის იმის თქმა, თუ რომელი კანონია სწორი ან რომელი არა, მაგრამ ჩემი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, ვუთხრა საზოგადოებას, რა შედეგები მოჰყვება ამას, ევროკავშირის გაფართოების პროცესის კუთხით, გარკვეული კანონების მიღების შემთხვევაში. და ეს არის ის, რასაც ჩვენ ხმამაღლა და გარკვევით ვაკეთებთ აქ, ევროკავშირის დელეგაციაში თბილისში. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ლიდერების მეშვეობით, რომლებმაც გაავრცელეს განცხადება კანონის ხელახლა ინიცირებიდან მეორე დღეს და საქართველოს პარლამენტში მესამე მოსმენის შემდეგ. ბოდიში, მაგრამ განცხადებაში ყველაფერი ნათლადაა ნათქვამი: გაიწვიეთ ეს კანონი.

ჩვენ გვესმის, რომ გამჭვირვალობა აბსოლუტურად აუცილებელია. თუმცა, საქართველოს აქვს საკმარისი კანონები და საკმარისი ადმინისტრაციული პროცედურები გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. შესაძლოა, გარკვეული გაუმჯობესებაა საჭირო. და ჩვენ ასევე მზად ვართ მოგაწოდოთ ჩვენი ექსპერტიზა, რათა ეს მოხდეს.

ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის სრულიად განსხვავებული რამ, რომელსაც საერთო არაფერი აქვს გამჭვირვალობასთან, არამედ იწვევს მარგინალიზაციას, სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას. ეს [კანონი] გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლებისთვის სერიოზული საფრთხეა.

ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს და ევროკავშირის ძირითად ნორმებს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

პოპულარულები