LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სწორად მოიქცა ზურაბიშვილი – სკალპელით გადაჭრა, დახურა თემა და ყოველგვარი სპეკულაციები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების კეთილი ზრახვებით ნაკარნახევი არასწორი და კონტრპროდუქტიული რჩევა-დარიგებებიც“ – ნიკა გვარამია

342
ნიკა გვარამია

„სწორად მოიქცა ზურაბიშვილი – სკალპელით გადაჭრა და დახურა თემა და ყოველგვარი სპეკულაციები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების კეთილი ზრახვებით ნაკარნახევი არასწორი და კონტრპროდუქტიული რჩევა-დარიგებებიც, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

გვარამიას თქმით, „ქართული ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, „ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით.“

სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტო დაადო

„სწორად მოიქცა ზურაბიშვილი (თუ სწორად გავიგე, ბლანკეტური ვეტო დაადო, შენიშვნების გარეშე). „ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით.

მიუხედავად იმისა, რომ უკმაყოფილება იქნება, ვადა რატომ არ გამოიყენა ბოლომდე და არ მოგვაგებინა დროო, არ გავიზიარებ ამ ერთი შეხედვით ლეგიტიმურ საყვედურს: კაცმა არ იცის, როგორი დაწოლა იქნებოდა ჩვენი მეგობრების მხრიდან, რომ პროცესი გაეხსნა, „ოცნებისთვის“ მაშველი რგოლი გადაეგდო, ვენეციის კომისიის შენიშვნები ჩაეწერა ვეტოში და ა.შ. ჰოდა სკალპელით გადაჭრა და დახურა თემა და ყოველგვარი სპეკულაციები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების კეთილი ზრახვებით ნაკარნახევი არასწორი და კონტრპროდუქტიული რჩევა-დარიგებებიც.

ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი და გონივრული გადაწყვეტილებაა“, – წერს გვარამია.