შინაგან საქმეთა მინისტრი სენაკში ჩავიდა. გიორგი გახარია ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ზუგდიდში არჩევნები სხვებთან შედარებით უფრო ემოციურად მიმდინარეობს.
“მიუხედავად იმისა, რომ არის მცდელობა არაფრისგან რაღაცის შექმნის, ზუგდიდში სხვებთან შედარებით ცოტა ემოციურად მიმდინარეობს არჩევნები, თუმცა ყველაფერი არის ნორმალურად, მე მოვისმინე რამდენიმე სადამკვირვებლო მისიის შეფასება, არის რაღაც გარკვეული პრობლენები, თუმცა იქ რაიმე მნიშვენლოვანი არ ხდება.
დარწმუნებული ვარ, მშვიდად, დემოკრატიულად, თავისუფალ გარემოში ზუგდიდელებს ექნებათ საშუალება აირჩიონ თავიანთი ქალაქის მერი.
ჩვენ მეგრელებს სტუმარ-მასპინძლობას ვერ გვასწავლის ვერავინ, ამიტომ რა თქმა უნდა, ყველას ვუმასპინძლებთ, მეგობრებად დავშორდებით ერთმანეთს, ზუგდიდელები კი დარჩებიან ახალ მერთან ერთად თავიანთ სახლში “- განაცხადა გახარიამ