„საქართველოსთვის“ წევრის ლევან დოლიძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილი და გიორგი გახარია ვაშინგტონში ერთმანეთს შეხვდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება.
მისი თქმით, ნიკა მელია ერთადერთხელ ნახა ავტომობილიდან, როდესაც შევხედრაზე მიდიოდა, ხოლო ნიკა მელია – ვარჯიშობდა.
„არცერთი დღე ჩვენ და მიხეილ სააკაშვილი ამ სასტუმროში არ ვყოფილვართ. ჩვენ სხვადასხვა მიმართულებიდან ჩამოვფრინდით. მოგეხსენებათ, გიორგი გახარია და კახა ქემოკლიძე აქ ბრიუსელიდან ჩამოფრინდნენ, მე იგივე დღეს, საღმაოს – თბილისიდან. ჩვენ სასტუმრო „Mayflower“-ში შევხვდით ერთმანეთს, მხეველობაში მაქვს, კახა ქემოკლიძე, გიორგი გახარია და მე. მეორე დღესვე გადავინაცვლეთ სხვა სასტუმროში, სადაც თვალით არ გვინახავს არც მიხეილ სააკაშვილი, არც ნიკა მელია.
ნიკა მელიასთან დაკავშირებით, მინდა ერთი რამ გითხრათ, როდესც ერთ შეხვედრაზე მივდიოდი, მანქანაში ვიჯექი და დავინახე, რომ ნიკა მელიამ სწრაფი სირბილით ჩაირბინა სპორტულ ტანსაცმელში. როგორც შემდეგ მომივიდა ინფორმაცია „ფეისბუქზე“, ის ვარჯიშობდა. ეს არის ერთადერთი გადაკვეთა, თუ ამას შეიძლება ეწოდოს გადაკვეთა“, – განაცხადა დოლიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.
არა ჩადებას! – რა ფოტოს აქვეყნებს გიორგი გახარია