ბოდბელი მიტროპოლიტი იაკობი, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის არა „კრიზისმენეჯერი“, არამედ „კრიზისმეიკერი“ იყო.
მიტროპოლიტ იაკობის განცხადებით, „გიორგი გახარიამ თავისი პრემიერობის განმავლობაში ეკლესიასთან ურთიერთობა საერთოდ გააფუჭა, ამიტომ გახარიას ეკლესიისგან აბსოლუტურად არავითარი მხარდაჭერა არ ექნება“.
„გახარია იყო „კრიზისმეიკერი“ და არა „კრიზისმენეჯერი“. რა საქმეც არ უნდა ავიღოთ, გახარიამ საერთოდ გააფუჭა ეკლესიასთან ურთიერთობა, გახარიას ეკლესიისგან აბსოლუტურად არავითარი მხარდაჭერა არ ექნება. ჩემი დამოკიდებულება ხომ იცით, როცა პრემიერი იყო რაღაც ეტაპზე გავჩერდი, რომ სახელმწიფო ჩამოიშლებოდა, ბევრად მეტი შემიძლია ვიდრე „ნაცმოძრაობას“. უმეტესობამ გაძარცვა ქვეყანა ფული იშოვა და დღეს ლაპარაკობენ კორუფციაზე“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.