LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია: როდემდე შეიძლება ქართველებმა ერთმანეთი ვლანძღოთ და თან ლანძღვა-გინებით ერთმანეთს ვუმტკიცოთ, ვის უფრო გვიყვარს სამშობლო

75
გიორგი გახარია

“როდემდე შეიძლება ქართველებმა ერთმანეთი ვლანძღოთ და თან ლანძღვა-გინებით და ჩხუბით ერთმანეთს ვუმტკიცოთ, ვის უფრო გვიყვარს სამშობლო”, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჩოხატაურში, პარტიის ოფისის გახსნაზე განაცხადა და თქვა, რომ პარტია არავის წინააღმდეგ არ არის და არის მომხრე, ქვეყანა სწრაფად განვითარდეს.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მათი მთავარი პრინციპი არის სამართლიანობა, კანონი ყველასთვის და კეთილსინდისიერი ახალგაზრდა პროფესიონალები:

“საერთოდ ჩემთვის და ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ აქ ჩვენი პარტიის ოფისს ვხსნით. რატომ? – იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით თავიდანვე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვართ. ჩვენ ვართ მომხრე, რომ ქვეყანა სწრაფად განვითარდეს, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო და ძლიერი სახელმწიფო ძლიერი რეგიონების გარეშე შეუძლებელია. ჩვენი მთავარი პრინციპი არის სამართლიანობა და კანონი ყველასთვის. კეთილსინდისიერი ახალგაზრდა პროფესიონალები.

სამწუხაროდ, ბევრს არ ესმის რას ნიშნავს, მაგალითად, რომ ჩვენ არავის არ ვებრძვით. რას ნიშნავს, პოლიტიკაში გაიმარჯვო, მაგრამ შენი კონკურენტი და მოწინააღმდეგე ვინც არის, შენი გამარჯვება მის საბოლოო განადგურებას არ ნიშნავდეს. რას ნიშნავს, რომ არ ლანძღავ შენს წარსულს, შენს ოპონენტს. საერთოდ ბევრი რამ შეიცვალა ჩვენს პოლიტიკაში ბოლო წლების განმავლობაში და ტელევიზორს რომ ჩართავ, ხშირ შემთხვევაში, ახალგაზრდებს არც უნდათ საერთოდ პოლიტიკისკენ გახედვა და ხშირ შემთხვევაში, რცხვენიათ კიდეც. როდემდე შეიძლება ქართველებმა ერთმანეთი ვლანძღოთ და თან ლანძღვა, გინებით და ჩხუბით ერთმანეთს ვუმტკიცოთ, ვის უფრო გვიყვარს სამშობლო.” – თქვა გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g