„მობრძანდეს, მობრძანდეს“ – ასე პასუხობს პრემიერი გიორგი გახარია ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.
საქართველოს ექსპრეზიდენტმა დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოში დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით მიმართვას ხვალ, 7 სექტემბერს, გააკეთებს.
“ხვალ გავაკეთებ მიმართვას ჩემი დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით” – სააკაშვილი
მანამდე, მიხეილ საააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის მოსახლეობას ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ ქვეყანაში ბრუნდება. ვიდეომიმართვა ქართულმა ოცნებამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე გააზიარა წარწერით “Miha hamodiii”.
