LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გახარია საქართველოსთვის“ – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო მესამეს წარმატებას ვუსურვებთ ერის სულიერი გაძლიერების უმნიშვნელოვანესი მისიის შესრულებაში

159
გახარია საქართველოსთვის

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მეუფე შიოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს.

„ვულოცავთ საქართველოსა და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს წარმატებას ვუსურვებთ ერის სულიერი გაძლიერების უმნიშვნელოვანესი მისიის შესრულებაში.

გვჯერა, რომ საქართველოს ეკლესია დარჩება მშვიდობის, თანადგომისა და ეროვნული ერთიანობის საყრდენი“, – აღნიშნულია პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაში.

პატრიარქი შიო III – ძნელია ჩემთვის ამ წუთებში გამოვხატო თქვენ წინაშე ჩემი სულიერი განწყობა, ფიქრები, განცდა – ეს არის დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც

„გაცნობიერებული მაქვს ერთი მხრივ ამ მოწოდების სიდიადე და პატივი და მეორე მხრივ ჩემი ადამიანური სიმწირე და უძლურება“

საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს აირჩიეს.

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს სვეტიცხოველში გაიმართება.

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავენ: „გვწამს, რომ თქვენი მოღვაწეობა სიმშვიდის, თანადგომისა და ეროვნული ერთიანობის საფუძვლად იქცევა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g