“იმ შემთხვევაში თუ, დადასტურდება პოლიციელების მხრიდან გადაცდომის შესახებ, თითოეული პოლიციელი აგებს პასუხს, თუმცა ბატონ ზვიად რატიანსაც მოუწევს სასამართლოში წადგომა და იმის ახსნა, ან თავისი პოზიციების დაცვა, იყო თუ არა მისი მხრიდან პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევა“- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე კომენტირებისას განაცხადა.
გიორგი გახარია ამბობს, რომ რეფორმების გარეშე სახეშეცვლილ პოლიციას ვერ მივიღებთ. მისი თქმით, შეუძლებელია ერთ დღეში პოლიციის 40 000 თანამშრომელი გახდეს ახალი ადამიანი.
“ვთხოვთ საზოგადოებას რეფორმირების პროცესში იყოს ჩვენთან ერთად. ჩვენი მიდგომა იქნება ღია და ტრანსფარენტული. საზოგადოება არ არის ვალდებული, ითმინოს პოლიციელის მხრიდან უფლების გადამეტება ” – აცხადებს გახარია