LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გახარიამ ნარკოტესტი იმ კლინიკაში გაიკეთა, სადაც ექიმი ამბობდა, რომ იუშენკო მოწამლული არ იყო“ – ეს რუსული ნარატივია… გამოდის, იდეებს „ფეესბედან“ აწვდიან ჩვენს ხელისუფლებას? – ხუხაშვილი

689
88

ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ბოლო დროს გავრცელებული ფარული ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ხელისუფლება ნებისმიერ სკანდალზე მოაწერს ხელს, თუ დასჭირდა.

გია ხუხაშვილმა „ფორტუნასთან“ ნარკოტესტის სკანდალზე ისაუბრა.

„სრულიად აშკარაა, რომ გიორგი გახარიას ნარკოტიკებთან არანაირი შეხება არ აქვს. მაინც ჯიუტად, უტიფრად და ცილისმწამებლურად ავსტრიულ კლინიკას მოუგონეს, რომ რაღაც სკანდალშია გახვეული.

ეს რუსული სპეცსამსახურების ნარატივია.

იმ კლინიკის სკანდალი უკავშირდებოდა იმას, რომ ერთ-ერთი ექიმი დაიქირავა რუსეთის „ფეესბემ“ და მან მოაწყო სკანდალი, დოკუმენტები გააყალბა და ამბობდა,  ვიქტორ იუშენკო საერთოდ არ იყო მოწამლული.

რა გამოდის, რომ იდეებს „ფეესბედან“ აწვდიან ჩვენს ხელისუფლებას? ამას ეძახიან სკანდალს? დასავლეთში ასე არ ხდება.

დასავლეთში, კლინიკა რომელიც ეხვევა სკანდალში, ის კლინიკა უბრალოდ იხურება და აღარ მუშაობს“, – ამბობს გია ხუხაშვილი „ფორტუნასთან“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g