საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სელფი, რომელიც მან წასვლამდე თანამშრომლებთან ერთად გადაიღო, გაზიარების, კომენტარების და “ლაიქების” რაოდენობით რეკორდს ხსნის.
ყოფილმა პრემიერმა სელფი თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა და მალევე დაიპრყო სოციალური ქსელი და ფოტომ ქართული ინტერნეტისთვის წარმოუდგენელი მხარდაჭერა მოიპოვა.
ფეისბუქზე კომენტარებში წერენ, რომ “ყოფილი პრემიერის ფოტოს იმაზე მეტი ლაიქი აქვს, ვიდრე პარტიების სრულ უმრავლესობას ბოლო არჩევნებში”.