LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარიას ისეთი ინტელექტუალური რესურსი აქვს, რაც „ქართულ ოცნებაში“ ყველას ერთად აღებულს: კახა ქემოკლიძე

101
ქემოკლიძე - გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი კახა ქემოკლიძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ გიორგი გახარიაზე გაკეთებულ განცხადებებს „პალიტრანიუსის“ ეთერში ეხმიანება და ამბობს, რომ „გიორგი გახარიას ისეთი ინტელექტუალური რესურსი აქვს, რაც მთელ დარჩენილ „ქართულ ოცნებაში“ ყველას ერთად აღებულს“. მისივე განმარტებით, მმართველ გუნდს გიორგი გახარიასი ეშინია და სწორედ ამიტომ, ყოველთვე გამოდიან და რაღაც ახალ აბსურდულ ბრალდებებს იგონებენ.

დადგება დრო, ვიტყვით…საუბარია ღალატის დეტალებზე, რომელიც შესაძლოა, შოკისმომგვრელი იყოს: ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიაზე

„გახარიას ისეთი ინტელექტუალური რესურსი აქვს, რაც მთელ დარჩენილ „ქართულ ოცნებაში“ ყველას ერთად აღებულს. გახარიასი ეშინიათ და სწორედ ამიტომ, ყოველთვე გამოდიან და რაღაც ახალ აბსურდულ ბრალდებებს იგონებენ. არ გეცნობათ 2011-12 წლები, როდესაც „თეთრ ცხენზე შემჯდარი“ იყო „ნაციონალური მოძრაობა“ მაშინდელ პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად? სხვათა შორის, რეპუტაციულად, ავტორიტეტით და კავშირებით სააკაშვილს გაცილებით უფრო კარგი მდგომარეობა ჰქონდა დასავლეთთან – როგორც ევროკავშირის მიმართულებით, ისე ვაშინგტონში. მაშინ, როდესაც სისტემა დამარცხდა 2011-12 წლებში, ვინმეს ილუზია აქვს, რომ „ქართულ ოცნებას“ უფრო მყარი ელექტორატი ჰყავს? ცხადია არა – მეტიც, ახლა იქმნება ვაკუუმი, რომლის „აფეთქების“ შემთხვევაში შეიძლება ისეთი დონის „აფეთქება“ მოხდეს, რომ მსხვრევის ეფექტი გაცილებით უფრო დიდ რადიუსზე წავიდეს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. „ქართული ოცნება“ ამას ვერ ითვალისწინებს. მათ ჰგონიათ, რომ ყველაფრის უფლება აქვთ და ყველაფერი შეძლებადია. იქ პრემიერმა ღარიბაშვილმა თავის ოჯახის წევრს გადაუფორმა რაღაც, იქ ბიზნესებს ინაწილებენ, ფულის გადანაწილება მიდის სხვადასხვა წრეებში, იქ მიწის ნაკვეთებს იფართოვებენ და ა.შ. ეს ხომ სადღაც გროვდება და ჰაერში არ მიდის? ეს კარგად იცის ბატონმა ივანიშვილმა. ყველა დანარჩენი, ვინც მის დაბლა დგას ამას ვერ აცნობიერებს“, – განაცხადა ქემოკლიძემ.

მისივე შეფასებით, ირაკლი კობახიძე „შიშისგან დაცლილი“ ხალხის გუნდს წარმოადგენს.

„ყველაზე მეტად რასაც ფასი არ აქვს, ეს არის ირაკლი კობახიძის სიტყვა. ბატონმა კობახიძემ, ისევე, როგორც სხვებმა „ქართული ოცნებიდან“, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი პარტია არის შიშისგან თავისუფალი ხალხის გუნდი, ამიტომ ჩვენ არავის შანტაჟის არ გვეშინია. აქვს მას რამე? ხვალ, ზეგ ან გამოიტანოს, თუკი რაიმე აქვს, მაგრამ ისე გამოიტანენ, როგორც გამოიტანეს და გამოიძიეს კოკაინის ბრალდებაზე და კოკაინის გამავრცელებელ ქალბატონზე, სახელმწიფო გადატრიალებაზე, ბატონი გახარიას ე.წ. ღალატზე და ა.შ. ასე მარტივად რომ ვნადგურდებოდეთ, მათ ერთპარტიულ მმართველობას ვერ დავამარცხებდით რუსთავში, ზუგდიდში, წალენჯიხაში და ჩხოროწყუში – ეს კიდევ გაგრძელდება.

ჩვენც გვაქვს ჩვენი საშინაო დავალებები, ამიტომ ბატონი კობახიძეც ვერ მოიწყენს შემდეგი 1-2 წლის განმავლობაში. 2024 წელს, თუ მანამდე არა, ის მიიღებს იმას, რასაც თავად თესავს თავისი აბსურდული განცხადებებით. ვფიქრობ, რომ ზედმეტად ხშირად ვახსენებთ ბატონ კობახიძეს. ინგლისურში არის ერთი კარგი ტერმინი – „არაკომპეტენტური სათამაშო“. რაც უფრო მეტად ვახსენებთ „არაკომპეტენტურ სათამაშოებს“, მით უფრო ვუწევთ მარკას პოლიტიკურ ველზე. ჩვენი შეფასებით, ბატონმა კობახიძემ ჯერ უნდა გამოიმუშაოს იმის უნარი, რომ დამოუკიდებლად ილაპარაკოს. დღევანდელ საქართველოში ხომ იცით როგორ არის – პარტიის თავმჯდოამარე კი არა, შეიძლება პარლამენტის თავმჯდომარე იყო და მთავრობის მეთაური, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების უნარი გქონდეს ნული“, – აღნიშნა კახაბერ ქემოკლიძემ.

magti 5g