LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარიას მიმართვა: თუ ერთობა არ შეგვიძლია, დარჩენილ მცირე დროში მაინც გავჩუმდეთ, 4 კვირა დარჩა, დავიცვათ ჩვენი შვილების მომავალი!

65
გიორგი გახარია

დღეს, ყველაზე მეტად გვჭირდება ერთიანობა, მიუხედავად ყველაფრისა! უნდა დავდგეთ ერთად! საერთო მიზნის მისაღწევად!, – ასე მიმართა პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ პოლიტიკოსებს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე საუბრის დროს.

გახარია: კობახიძე კი არა, მამაზეციერიც ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, საქართველომ ეს ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან რომ გაუშვას

როგორც გახარიამ აღნიშნა, ყველამ უარი უნდა უთხრას დაპირისპირებას და ერთად დგომა ისწავლონ:

“ამიტომაც, მივმართავ: საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ვთხოვ ჩვენს ეკლესიას, გავერთიანდეთ და დავდგეთ ერთად – მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი, დავიცვათ ჩვენი შვილების მომავალი!

თუ ეს ერთობა არ შეგვიძლია, დარჩენილ მცირე დროში მაინც გავჩუმდეთ, რათა ერთმანეთის ლანძღვით და ბრალდებებით არ დავაზიანოთ პროცესი, რომლის დასრულებამდეც სულ რაღაც 4 კვირა დარჩა.

გამარჯვება და მარცხი ყველასია, პასუხისმგებლობა კი ხელისუფლების კანდიდატის სტატუსის ვერ მიღება იქნება თითოეული ჩვენგანის მარცხი და ხელისუფლების პასუხისმგებლობა!” – განაცხადა გახარიამ.

ბატონი გახარია, ამ შემთხვევაში, როგორც ცივილური ქოცი მაინც დუმილით უშვებს, რომ ევროპელებს მოვატყუებთ, გავძვრებით, ასე ვერ მოხდება: უგულავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g