მთავრობის მეთაურის განცხადებით, სწავლის საკლასო ოთახებში დაწყებასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
გიორგი გახარიას მტკიცებით, სასწავლო პროცესი გეგმის მიხედვით წარიმართება.
„სასწავლო პროცესი განახლდება ზუსტად იმ რეჟიმში, როგორც გამოვაცხადეთ. ნებისმიერი ჩვენი შემდგომი ღონისძიება, ქმედება ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ, იქნება მიზნობრივი და ლოკალური. სისტემური გადაკეტვები, სისტემური შეზღუდვები ამ ეტაპზე არ იგეგმება. მარტივად შეგვიძლია ამის გაკეთება, მაგრამ ამას მოყვება მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემი.
საქართველოში განათლების ხარისხი უფრო შემცირდება: თამარ მოსიაშვილი
"სწავლას არ ვწყვეტთ კარგია, მაგრამ სირთულეებსაც უნდა გავუსწოროთ თვალი"
ამიტომ ვირუსის გავრცელება ნორმალური ცხოვრების პირობებში რომ იყოს შედარებით დაბალი, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და დავიბანოთ ხელი უფრო ხშირად“, – აღნიშნა გახარიამ.
მიუხედავად იმისა, რომ 1 ოქტობრიდან, 4 დიდ ქალაქში- თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში პირველიდან მეექვე კლასის ჩათვლით მოსწავლეები ბრუნდებიან საკლასო ოთახში, მშობლებს ექნებათ არჩევანის უფლება. მათ შეეძლებათ კვლავ დისტაცნიური სწავლების მეთოდი აირჩიონ.იგივე წესი შეეხება გორისა და ფოთის სკოლებს.
სკოლებში სწავლა მხოლოდ დაბალ კლასებში იწყება, უმაღლესებში ისევ დისტანციურად გაგრძელდება
პირველი ოქტომბრიდან კვლავ დისტანციურად გაგრძელდება სწავლა თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში არსებულ უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში.გარდა ამისა, დისტანციურად გაგრძელდება სწავლა აჭარაში არსებულ ყველა უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებელში.