LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარიას პარლამენტში ორ მაისს მოუსმენენ

122
223-1526646157-1024x683

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტის წინაშე ხუთშაბათს, 2 მაისს წარსდგება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ოპოზიციას მინისტრთან კითხვები პანკისში ხადორი 3 ჰესის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აქვს.

ვიცე–პრემიერი ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში  “მინისტრის საათის” ფორმატში, პლენარულ სხდომაზე წარდგება, თუმცა არ აკონკრეტებს, მივა თუ არა კომიტეტში “ევროპული საქართველოს” მოთხოვნის საფუძველზე, რასაც რეგლამენტი ავალდებულებს.

ცნობისთვის, “მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლა ითვალისწინებს გაწეულ მუშაობაზე ანგარიშის გაცნობას და სამოქმედო გეგმაზე საუბარს, ასევე, დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები